საუკეთესო გამოყენება
მულტიფუნქციური
საკადასტრო კოდი
05.24.08.107 / 05.24.08.108 / 05.24.08.169
შეთავაზებული ქონება ერთ-ერთი უკანასკნელი ვაკანტური მიწის ნაკვეთია შემოგარენ არეალში. მიწის ნაკვეთის ზომა და პარამეტრები იძლევა მასშტაბური მონო ან შერეული გამოყენების დეველოპმენტის განვითარების საშუალებას. ასევე, შესაძლებელია ობიექტის როგორც მთლიანად გაყიდვა, ასევე ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთებად გაყიდვაც.
ობიექტზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი არის მეტწილად მოსწორებული. შესაბამისად, უძრავი ქონება უკვე შესაფერის მდგომარეობაშია სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.
უძრავ ქონებამდე ძირითადი წვდომა არის ფიროსმანის ქუჩიდან. თუმცა, ობიექტამდე წვდომა ასევე შესაძლებელია ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან.
ჩატარებული შემოგარენი ფუნქციების ანალიზის მიხედვით, დაახლოებით 1.5 მილიონი კვ. მ უძრავი ქონება არის განთავსებული საკვლევ არეალში. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი არეალი არის საკმაოდ მულტი-ფუნქციური, მეტწილად შედგება საცხოვრებელი, აპარტჰოტელი, სასტუმრო და ოფის ფუნქციებისგან. ყველაზე დიდი წილი, 57%, ეკუთვნის საცხოვრებელ ფუნქციას. შემდეგ აპარტჰოტელი და სასტუმრო 29% და 11%, შესაბამისად.
არსებული ფუნქციური მიქსი ხაზს უსვამს განხილული არეალის ტურისტულ ხასიათს და იგი საკმაოდ მიმზიდველია საინვესტიციოდ. ასევე, მაღალ სართულიანი შენობების კონცენტრაცია საკვლევ არეალში მიუთითებს აქ განთავსებული უძრავი ქონების მაღალ მოთხოვნაზე.