logo colliers
En
  • პროექტის შესახებ
  • გუდაურის შესახებ
  • ლოკაციის ანალიზი
  • ფასების დიმანიკა
იყიდება
სასტუმრო Best Western
გუდაურის ცენტრი
63 ნომერი

საუკეთესო გამოყენება

სასტუმრო

საკადასტრო კოდი

74.06.11.967

სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western
სასტუმრო Best Western

ბესთ უესტერნი გუდაურში 2019 წელს გაიხსნა და კურორტის პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იყო. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და პოპულარულია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებში, რომელთაც უყვართ სრიალი, კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები, თოვლი და კომფორტული დასვენება.

 

 
რესტორანი ბარი
   
საკონფერენციო ოთახი სპა და გაჯანსაღება
   
 
კერძო უფასო პარკინგი
სასტუმროს ვიზიტორებისთვის
 


 

გუდაურის შესახებ

გუდაური ყველაზე დიდი და პოპულარული სათხილამურო კურორტია საქართველოში, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც სთავაზობს დამსვენებლებს მრავალფეროვან სათხილამურო შესაძლებლობებს.
 

გუდაური არის ალპური დასახლება და განთავსებულია ზღვის დონიდან 2,000-2,750 მეტრის სიმაღლეზე.
 

გუდაური ფართოდ არის მიჩნეული საუკეთესო სასრიალო ადგილად საქართველოში. კურორტზე არის სხვადასხვა სირთულის 80 კმ-ზე მეტი, მოვლილი სათხილამურო ტრასები. კურორტზე განთავსებულია 17 საბაგირო დოპელმაიერი (ავსტრია) და პომა (საფრანგეთი).
 

გუდაურის მთავარ კონკურენტულ უპირატესობებად შეიძლება ჩაითვალოს, სასრიალო ტრასების სირთულეების ფართო არჩევანი და სიახლოვე თბილისთან.


2018 - 2019 წლის ჯამური ვიზიტორთა მონაცემები

356 000 ექსკურსიული ვიზიტი 
195 000 ტურისტული ვიზიტი 
410 000 გაყიდული ბილეთი

ლოკაციის ანალიზი

ბესტ ვესტერნ გუდაური მდებარეობს სათხილამურო კურორტის ცენტრალურ ნაწილში, მთავარი გზის ნაპირას.
 

მიწის ნაკვეთის ფართობია 2,000 კვ. მ.
 

ნაკვეთი მდებარეობს საბაგიროსთან ახლოს . სასტუმროს დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ტრანსპორტირებით სათხილამურო ტრასებთან, რომელსაც თავად სასტუმრო ახორციელებს. 


მგზავრობის ხანგრძლივობა თბილისდან კერძო ტრანსპორტით საკვლევ ობიექტამდე არის დაახლოებით  2 საათი და 20 წუთი

სტრატეგიული ადგილები
სათხილამურო ტრასები
სასტუმროების მაჩვენებლები გუდაურში

წლიური საშუალო დატვირთულობა

43%

საშუალო დღიური განაკვეთი

$83

შემოსავალი ერთ ნომერზე

$36

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გუდაურში სასტუმროების მიწოდება ხასიათდება დადებითი ტენდენციით. 2019 წელს, გუდაურის კურორტზე განთავსებული იყო 52 სასტუმრო, 985 ოთახი და 2,320 საწოლი. გუდაურში მდებარე სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების ზომა და კლასი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, მეტწილად ხვდებიან პატარა-ზომის და დაბალი-კლასის კატეგორიებში. თუმცა, კურორტზე ასევე გხვდება რამდენიმე საშუალო ზომისა და კლასის სასტუმროები.
 

2019 წლის მონაცემების მიხედვით, გუდაურში არსებული სასტუმროების დატვირთულობამ შეადგინა 43%, 8%-იანი კლება წინა წელთან შედარებით. დატვირთულობის შემცირება გამოიწვია ახალი სასტუმროების მატებამ.

 

2019-ში, საშუალო დღიურმა განაკვეთმა შეძლო შენარჩუნება და შეადგინა 83 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე).
 

2019 წელს, შემოსავალი ერთ ოთახზე გაუტოლდა 36 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე), წინა წელთან შედარებით მონაცემი შემცირდა 16%-ით

წლიური საშუალო დატვირთულობა
წლიური საშუალო დატვირთულობა
საშუალო დღიური განაკვეთი ($, დღგ-ს გარეშე)
საშუალო დღიური განაკვეთი 
 ($, დღგ-ს გარეშე)
შემოსავალი ერთ ნომერზე ($, დღგ-ს გარეშე)
შემოსავალი ერთ ნომერზე 
  ($, დღგ-ს გარეშე)
close
კონტაქტი
+995 032 2 220 322
გაიგეთ მეტი
პლატფორმის შესახებ
Investin საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც შერჩეულ საინვესტიციო პროექტებს უყრის თავს. აქტივების სელექციას კოლიერსის გუნდი ახორციელებს. შერჩევის მეთოდოლოგიაში კოლიერსის სხვადასხვა მიმართულებაა ჩართული. შეფასების გუნდი ახდენს ქონების ღირებულების განსაზღვრას, დეველოპმენტ კონსალტინგის მიმართულება კი აფასებს ობიექტის ფიზიკურ მდგომარეობას, აანალიზებს პროექტის მიკრო და მაკრო ლოკაციების, შემოგარენის ფუნქციებსა და საიტის კონტექსტს.

წინასწარი ანალიზი საშუალებას იძლევა თავიდან ბოლომდე შეფასდეს უძრავი ქონების პოტენციალი და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩეს კონკრეტული პროექტები ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად.

პლატფორმა შესაძლოა საინტერესო იყოს როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის, რომლებიც ფლობენ საინვესტიციო აქტივს და სურთ მოკლე დროში, სარგებლიანად მოახდინონ მისი რეალიზაცია, ასევე ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ კომერციულად მომგებიან ახალ შესაძლებლობებს.
დაგვიკავშირდით
  • +995 032 2 220 322
  • contact@investin.ge
თავისუფლების მოედანი
ბიზნეს ცენტრი ტაბიძე N1
გ.ლეონიძის ქუჩა, მე-2 სართული
თბილისი 0105, საქართველო
www.colliers.com
Copyright © 2021 Colliers